კახეთში, 24 წლის ახალგაზრდის დაჭრაში ბრალდებულს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

24 წლის ახალგაზრდა კაცის დაჭრაში ბრალდებულს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. შემთხვევა გურჯაანში მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება სუფრასთან დაიწყო და შემდეგ ქუჩაში, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბის დროს, 24 წლის მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს.
განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, დაკავებულია 40 წლამდე მამაკაცი. რაც შეეხება დაშავებულს – ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ექიმების თქმით, მისის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო