ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახეთში კაცი 14 წლის შვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

კახეთში კაცი 14 წლის შვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

კახეთში დააკავეს შუა ხნის კაცი, რომელიც 14 წლის შვილზე სექსუალური ძალადობა ედება ბრალად.
როგორც რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს, იგი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომელიც გაუპატიურებას გულისხმობს.
კერძოდ, გამოძიება დაწყებულია კოდექსის მე-11 პრიმა — 137-ე მუხლით. მე-11 პრიმა მუხლი „ოჯახის წევრის მიმართ“ ჩადენილი დანაშაულია, 137-ე კი — გაუპატიურება.
იმის გათვალისწინებით, რომ მსხვერპლი არასრულწლოვანია, მას ემუქრება 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა.
მედია წერს, რომ კაცი თითქმის 1 წლის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა გოგოზე - შსს-ში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.