არქივი31 დეკემბერი 2023, 18:23
კახეთში, თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებული კაცი დაკავებულია | შსს-მ გამოძიება დაიწყო
კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა. კაცმა მასთან საცხოვრებელ სახლში მისულ თანასოფლელს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ის ადგილზე გარდაიცვალა.
ავტორი: ია გულიაშვილი
იხილეთ ასევე:
· კახეთში კაცმა სტუმრად მისული თანასოფლელი მოკლა
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.