ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახეთში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვება - ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

კახეთში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვება - ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს - ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს.
„სამართალდარღვევა აღკვეთილია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეძების მიმდებარე ტყეში. კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ შეჩერებული 5 სატვირთო ავტომანქანის ძარაზე, მოქალაქეებს უკანონოდ მოპოვებული დიდი ოდენობით ხე-ტყე ჰქონდათ განთავსებული.
ჯამში ამოღებულია, უკანონოდ მოპოვებული, წიფლის სახეობის 66 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).
სამართალდამრღვევების მიერ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 12 758 ლარია.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.