პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახეთის სატყეო სამსახურში 15 მეტყევე და 57 ტყის მცველია დასაქმებული

კახეთის სატყეო სამსახურში 15 მეტყევე და 57 ტყის მცველია დასაქმებული

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულთან კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილთან და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, ყვარელში სატყეო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო.
კახეთის სატყეო სამსახურში 15 მეტყევე და 57 ტყის მცველია დასაქმებული. შენობა აღჭურვილია მაღალი სტანდარტების საჭირო ინვენტარით და ტექნიკით. ადგილობრივი მოსახლეობა განახლებულ სივრცეში ეროვნული სატყეო სააგენტოს ყველა სერვისით სარგებლობს.
სატყეო სამსახურის თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელთა სამუშაო პირობებსა და სოციალურ გარანტიებზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და შესაბამისმა აღსრულებამ მათი დაცულობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტო მეტყევეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას უზრუნველყოფს; გარდა ამისა, უკანონო ჭრების გამოვლენის დროს, რაც ხშირ შემთხვევაში გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება, განსაზღვრულია წახალისების ფორმის გამოყენება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დასაქმებულთა მოტივაციას.
ეროვნული სატყეო სააგენტო, ქვეყნის მასშტაბით, 9 რეგიონულ სატყეო სამსახურს აერთიანებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.