ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახეთის რეგიონში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

კახეთის რეგიონში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

კახეთის რეგიონში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც დეტალური ინფორმაცია მიიღეს დაგეგმილი ინიციატივის მიზნებისა და სარგებლის შესახებ.

ახალი დაცული ტერიტორიების დაარსება კახეთის რეგიონში გურჯაანის, თელავისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, დაახლოებით 40 374 ჰექტარ ფართობზეა დაგეგმილი.

კახეთის რეგიონში დაცული ტერიტორიების შექმნა მნიშვნელოვნად გააძლიერებს დაცული ტერიტორიების ქსელს და ხელს შეუწყობს ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვას.
აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების შექმნა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეგიონში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკოტურიზმის განვითარებასა და მის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციას. ამასთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას ეძლევა დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მიღებისა და დასაქმების ახალი შესაძლებლობები.

ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.