ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახეთის პოლიციამ ქურდობის 11 ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 2 პირი

კახეთის პოლიციამ ქურდობის 11 ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 1965 წელს დაბადებული დ.მ. და წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ მხილებული, 2006 წელს დაბადებული ნ.გ. დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში, კახეთის რეგიონში, თვითმომსახურეობის 11 ავტოსამრეცხაოდან თანხა მოიპარეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან მოპარული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.