კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა მედპერსონალს დედის დღე მიულოცეს
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა თელავში მდებარე ორი სამშობიარო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის წევრ მედპერსონალს დედის დღე მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ინფოერმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმნისტრაცია ავრცელებს.
"სამშობიარო დაწესებულება ის ადგილია, სადაც თითქმის ყოველ დღე ახალი სიცოცხლე იბადება და თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ასეთი მნიშვნელოვანი სიცოცხლის ზეიმის მონაწილე ხართ. გილოცავთ დედის დღეს და გისურვებთ წარმატებებს, როგორც პირად, ასევე პროფესიულ საქმიანობაში!",- აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.