არქივი8 დეკემბერი 2023, 11:23
კახეთის მაგისტრალური გზის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა
კახეთის მაგისტრალური გზის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა. თბილისი-საგარეჯოს ჩქაროსნულ მაგისტრალზე, პირველი 4 კილომეტრიანი, 4 ზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა.
იქ ავტოტრანსპორტი უკვე მოძრაობს. ვაზიანის შემოვლითი გზა ქართულმა კომპანიამ ააშენა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 64 მილიონ ლარამდეა. თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის დარჩენილი 31 კილომეტრის მშენებლობის დასრულება 2024 წელს იგეგმება.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.