კახეთის გზატკეცილზე ძაღლების სავალდებულო ვაქცინაცია და მონიტორინგი მიმდინარეობს – სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კახეთის გზატკეცილი, სადაც ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა, საკარანტინო ზონად გამოცხადდა და შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.
“აღნიშნულ ტერიტორიაზე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ საკარანტინო ზონაში მიმდინარეობს ძაღლების სავალდებულო ვაქცინაცია და მონიტორინგი,” – წერია სეს-ის განცხადებაში.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 19 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეძებდნენ მოზარდს, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, გალფის ბენზინგასამართ სადგურთან ძაღლმა გაკაწრა. ძაღლს ცოფი დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დადგენილია იმ მოზარდის ვინაობა, რომელიც ცოფიანმა ძაღლმა გაკაწრა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო