ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა შენგელია "კავკასიის უნივერსიტეტიდან“ სოსო ბერიკაშვილის გაშვების მიზეზს განმარტავს

„კავკასიის უნივერსიტეტის“ რექტორის კახა შენგელიას განცხადებით, ტყუილია, რომ ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა. როგორც მან BMG-ის განუცხადა, ის სოსო ბერიკაშვილის მუშაობით უკმაყოფილო იყო.
"გამიშვეს სამსახურიდან რეორგანიზაციის საბაბით" - სოსო ბერიკაშვილი CU-დან გაათავისუფლეს
- უნივერსიტეტის გამო, მასთან პირადი კონფლიქტი მქონდა. უნივერსიტეტში არაფერს აკეთებდა და ვაპირებდი გაშვებას. იმ დღეს კი დაიძაბა ჩვენ შორის ურთიერთობა და გადავწყვიტე, რომ გამეშვა. სოსო ბერიკაშვილი ახლა ნავთზე ცეცხლს ასხამს პირადი გამორჩენის მიზნით, რომ შემდეგ პარლამენტში მოხვდეს...
- ანუ პოლიტიკური მიზეზით არ გაგიშვიათ სამსახურიდან და არც სუს-სს მოუთხოვია, როგორც თავად სოსო ბერიკაშვილი აცხადებს?
· ტყუილია... მთელმა უნივერსიტეტმა იცის, რა პრობლემები მქონდა მასთან ურთიერთობაში. ბორდის სხდომა ისე არ ჩატარებულა, მისთვის საყვედური არ მეთქვას. ისე მოხდა, რომ უბრალოდ, ამ დღეებს დაემთხვა ეს ამბავი... ნინო ჟიჟილაშვილი მყავს უნივერსიტეტში და არა მარტო... ხომ შემეძლო ისიც გამეშვა, თუ ეგეთი დავალება მქონდა?! არა მხოლოდ ნინო ჟიჟილაშვილი, უნივერსიტეტში მთელი „ოპოზიციაა“, ყველა უნივერსიტეტში არიან...
bm.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.