კახა ოქრიაშვილი – ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!

დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ახლოვდება დე-ფაქტო, არალეგიტიმური „საპრეზიდენტო არჩევნები“ და მინდა, მოკლედ გამოვხატო ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით.
საქართველოში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი არის დანიშნული, დასმული და არა არჩეული ხალხის მიერ. ყველა ვხედავთ, რომ ბატონი ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები.
არ მსურს, ყაველაშვილს პიროვნულად შევეხო. შესაძლოა, ბევრ ადამიანს უყვარს და პატივს სცემს მას, როგორც პროფესიონალ ფეხბურთელს, მაგრამ შე კაი ადამიანო, როცა ფეხბურთს თამაშობდი, შტანგისტი რომ შემოეყვანათ გუნდში, საქმეს წაადგებოდა? მოიგებდი იმ მატჩს, შემატებდა ის შტანგისტი რამეს გუნდს? ჰოდა, რომ შემოგთავაზეს პრეზიდენტობა, რატომ დათანხმდი? არ მინდა გეწყინოს, მაგრამ ბატონ ივანიშვილს უარი რატომ არ უთხარი?! მე რომ შემომთავაზონ ფეხბურთელი ან კალათბურთელი იყავიო, უარს ვეტყვი და შენ იგივე რატომ არ გაკეთე?
მეშინია, 14 დეკემბრის და ამ დღეს მოსალოდნელი ესკალაციის. 14 რიცხვში მეც ვიქნები საპროტესტო აქციაზე, სადაც ვითარება რომ დაიძაბოს, პასუხისმგებელი შენც იქნები!“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ერისთავი: სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად