ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა ოქრიაშვილი: საუკეთესო გზა კანდიდატობიდან წევრობამდე არის 2024-ში "რუსული ოცნების" ჩამოშორება

ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და ქართველებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს. ის აცხადებს, რომ საუკეთესო გზა კანდიდატობიდან წევრობამდე არის 2024-ში "რუსული ოცნების" ჩამოშორება და ჭეშმარიტად პროევროპული პოლიტიკური ძალების მოსვლა ხელისუფლებაში.
"ვულოცავ ქართველებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას! „ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რათა სტატუსი არ მიგვეღო და მოახერხა ის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, უკრაინა და მოლდოვა კი უფრო წინ წავიდნენ და უკვე ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით დაიწყეს მოლაპარაკება. დიახ, ეს „რუსული ოცნების“ დამსახურებაა, რუსეთის დავალებით. ახლა მთელი „ქოცბანდა“ ზის და ნერვიულობს, რუსებმა ყური არ აგვიწიონო. კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ეტაპია და კარგია, რომ ეს ეტაპი გადავლახეთ. მთავარი შედეგი ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობაა, რისთვისაც ცხრა პირობა გვაქვს შესასრულებელი, მათ შორის, სრულად სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რეალური სასამართლო რეფორმა და ა.შ. საუკეთესო გზა კანდიდატობიდან წევრობამდე არის 2024-ში „რუსული ოცნების“ ჩამოშორება და ჭეშმარიტად პროევროპული პოლიტიკური ძალების მოსვლა ხელისუფლებაში. რას მოგვიტანს ეს?! - უსწრაფეს განვითარებას. ასე რომ, კარგი დღე გვქონდა წინასაახალწლოდ და მადლობა ევროპელებს!" - წერს ოქრიაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.