არქივი3 სექტემბერი, 2024, 15:40
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში

ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
„469 არასამთავრობო ორგანიზაცია ნებაყოფლობით დარეგისტრირდა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში. ასევე, ჯერ დარეგისტრირდა და შემდეგ რეგისტრაციაზე უარი განაცხადა მოძრაობამ „სირცხვილია“.
დიდი ალბათობით, ყველა დარეგისტრირებული ორგანიზაცია არის „რუსული ოცნების“ გავლენის ქვეშ - პირდაპირ რომ ვთქვათ, ისინი „რუსული ოცნების“ აგენტები არიან. ზოგი ჭირი მარგებელია, რადგან „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.