ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა ოქრიაშვილი „ოცნების“ ლიდერებს - ბატონებო, დახედეთ 270 000 ევროს ღირებულების საათებს, - თქვენი წამზომი ჩართულია!

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
„გუშინ გამოქვეყნდა Edison Research-ის პოლიტიკური განწყობების კვლევა საქართველოში. რას წარმოადგენს Edison Research? ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული მკვლევარი ორგანიზაცია, რომლის კვლევებსაც მთელი მსოფლიო ენდობა.
ამ კვლევაში ნათლად ჩანს, რომ 4 ოპოზიციური პარტია, ჯამში, დამაჯერებლად, თითქმის ორჯერ, ამარცხებს „ქართულ ოცნებას“.
დღეს კი, ამ მონაცემებთან დაკავშირებით, „ოცნების“ მთელს „ლიდერშიპს“ სიმწრის ქილიკი აქვს გამართული.
ბატონებო, დახედეთ 270 000 ევროს ღირებულების საათებს, - თქვენი წამზომი ჩართულია!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.