ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს

კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს

დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ.
„არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა და გაძლიერდა მოსახლეობის დაშინების მცდელობა, განსაკუთრებით მასწავლებლების, საჯარო სექტორში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანების და იმ მოქალაქეების, ვინც სოციალურ შემწეობას იღებს. მათ მიმართ მუქარამ მასობრივი ხასიათი მიიღო, ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობას ურეკავენ და სატელეფონო ზარის მეშვეობით ემუქრებიან.
რა შეგვიძლია დავუპირისპიროთ ამ დაშინებას?! მოგმართავთ ყველას, მობილური ტელეფონების უმრავლესობას აქვს ჩანაწერის გაკეთების ფუნქცია, ჩაიწერეთ ეს მუქარა, მოგვაწოდეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მოძალადეებს პასუხი ვაგებინოთ. მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ზეწოლის საქმეები, რათა 26 ოქტომბრის შემდეგ ახალმა, რეფორმირებულმა სასამართლომ, განიხილოს და დააყენოს ამ მოძალადეების პასუხისმგებლობის საკითხი.
შეგახსენებთ, ხმის მიცემა ფარულია, ჩვენი არჩევანი სრულიად კონფიდენციალურია და ვერავინ გაიგებს, ვის მივეცით ხმა, თუ თავად არ გავამხელთ.
ყველას გელოდებით არჩევნებზე 26 ოქტომბერს - გავთავისუფლდეთ ცრუ დაპირებებისგან და ყალბი ოცნებებისგან!“ - წერია განცხადებაში.
NS

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.