ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძის შეცვლილი იმიჯი და ევროპული არდადეგები ოჯახთან ერთად

კახა კალაძის შეცვლილი იმიჯი და ევროპული არდადეგები ოჯახთან ერთად

გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თბი­ლი­სის მე­რის მო­უ­ლოდ­ნელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ვარ­ცხნი­ლო­ბის რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლა­ზე.

დიახ, კახა კა­ლა­ძემ გუ­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შოკ­ში ჩა­აგ­დო, რო­დე­საც ახა­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მერ­მა იმი­ჯი შე­იც­ვა­ლა და თმა გა­და­ი­პარ­სა.

იმი­ჯის შეც­ვლას მის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სხვა­დას­ხვა გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი მოჰ­ყვა:

"გიხ­დე­ბა" - უწერს ზურა ხა­ჩი­ძე ფო­ტოს კო­მენ­ტა­რებ­ში, რა­ზეც ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი პა­სუ­ხობს: "მორ­ჩა ახა­ლი წლის კონ­ცერ­ტე­ბი ნუ პირ­ფე­რობთ"

სხვე­ბი კი წე­რენ:

"ვე­ღარ და­დი­ხართ ბა­ტო­ნო კახი მი­ლა­ნებ­ში კრი­ზი­სია"

"კახი, ახა­ლი იმი­ჯი გიხ­დე­ბა, სიმ­პა­თი­უ­რი მერი გვყავს"

  • ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კახა კა­ლა­ძე ახა­ლი წლის არ­და­დე­გებს ანუ­კის­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად ევ­რო­პა­ში ატა­რებს, სწო­რედ იქ გა­და­წყვი­ტა ვარ­ცხნი­ლო­ბის შეც­ვლა. მერი ახა­ლი წლის უქ­მე­ებს სხვა წლებ­ში ყო­ველ­თვის შვე­ი­ცა­რი­ას სტუმ­რობ­და, თუმ­ცა ახლა რო­მელ ქვე­ყა­ნას ეს­ტუმ­რა ოჯა­ხი უც­ნო­ბია.

კა­ლა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შეც­ვლი­ლი იმი­ჯით ფო­ტო­ე­ბის გარ­და, კი­დევ ერთი ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ლე­გენ­და­რულ იტა­ლი­ელ ფეხ­ბურ­თელს, ჯე­ნა­რო გა­ტუ­ზოს 47 წლის იუ­ბი­ლეს ულო­ცავს. კა­ლა­ძე და გა­ტუ­ზო მი­ლან­ში ერ­თად ცხრა წელი თა­მა­შობ­დნენ (2001-2010 წლამ­დე). გა­ტუ­ზო გა­ოგ­ნე­ბუ­ლი დარ­ჩა მე­რის ახა­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბით, ვი­დე­ო­ში, სა­დაც მი­ლოც­ვა ჩანს, კა­ლა­ძე უმ­ცროს შვი­ლებ­თან ერ­თად არის.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.