ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე ჩემი აზრით აბსოლუტურად უალტერნატივოა

კახა კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე ჩემი აზრით აბსოლუტურად უალტერნატივოა

კახა კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე ჩემი აზრით აბსოლუტურად უალტერნატივოა
კახა კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე ჩემი აზრით აბსოლუტურად უალტერნატივოა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე პოზიცია არაერთგზის დააფიქსირა.
„კახა კალაძე არის უალტერნატივო თბილისის მერის პოზიციაზე. ეს არის ჩემი ძალიან მკაფიო აზრი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა გიორგი გაბიტაშვილის გენერალურ აუდიტორად წარდგენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, გიორგი გაბიტაშვილი ღირსეული კაცია და სწორედ ამიტომ, პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ, ის დაიკავებს ძალიან მაღალ თანამდებობას და ქვეყნის გენერალური აუდიტორი გახდება.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.