ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე Eagle Hills-ზე - ამ პროექტს პოზიტივის და პლუსების მეტი არაფერი აქვს

კახა კალაძე Eagle Hills-ზე - ამ პროექტს პოზიტივის და პლუსების მეტი არაფერი აქვს

კერძო კომპანია ვის გააკეთებინებს პროექტს, ან პროექტირებას, ეს ვისი რა საქმეა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობთ, როგორმე დააზიანოთ აღნიშნული ინვესტიცია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია,- ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, „ხომ არ ხედავს კორუფციის ნიშნებს, რომ Eagle Hills-ის პროექტის განხორციელებაში „ქართული ოცნების“ წევრის ლევან მაჭავარიანის ძმის კომპანიაა ჩართული.
მისი შეფასებით, Eagle Hills-ის პროექტს საქართველოსთვის პოზიტივის და პლუსების მეტი არაფერი აქვს.
„კერძო კომპანია ვის გააკეთებინებს პროექტს, ან პროექტირებას, ეს ვისი რა საქმეა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობთ, როგორმე დააზიანოთ აღნიშნული ინვესტიცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით, ან თუნდაც ბიუჯეტში შემოსული თანხების თვალსაზრისით, ქართული კომპანიების ჩართულობით. ამ პროექტს პოზიტივის და პლუსების მეტი არაფერი აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტის განხორციელებით რეკრეაციულ არეალებს საფრთხე არ ემუქრება. კახა კალაძის თქმითვე, პროექტი კომბინირებულ სივრცეს შექმნის, რომელიც გაერთიანებს პარკს, საცხოვრებელ არეალს, სასტუმროებს, ტბებს და ასე შემდეგ.
„რეკრეაციული სივრცეები და ტყით დაფარული არეალები, რომელიც არის კრწანისის ტყე-პარკში, რა თქმა უნდა, შენარჩუნდება. არის ტბები, რომელიც შენარჩუნებული იქნება, ოღონდ მოწესრიგდება, განახლდება და იქ მისულ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, ძალიან სასიამოვნო გარემოში დაისვენონ, გაერთონ, იცხოვრონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.