ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე - ALDE-ს რეზოლუცია შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან ქართველმა ხალხმა უთხრა „არა“ იმ გაქსუებულ ევროპულ ბიუროკრატიას, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძვის

კახა კალაძე - ALDE-ს რეზოლუცია შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან ქართველმა ხალხმა უთხრა „არა“ იმ გაქსუებულ ევროპულ ბიუროკრატიას, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძვის

მსგავსი რეზოლუციები და ტყუილით გაჯერებული განცხადებები ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუციის თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს და აკეთებს ანალიზს, თუ რა პროცესები მიდის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ.
„გრძელდება სიცრუის კამპანია. ამ ტიპის რეზოლუციების მიღება პირველი შემთხვევა არ არის და საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, როგორ ხდება მათი მიღება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქართველმა ხალხმა უთხრა „არა“ იმ გაქსუებულ ევროპულ ბიუროკრატიას, რომელიც ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, მშვიდობას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და ანალიზს აკეთებს, თუ რა ხდება, რა პროცესები მიდის არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მსოფლიოში, რეგიონში. შესაბამისად, მსგავსი რეზოლუციები და ტყუილით გაჯერებული განცხადებები ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.