ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე: 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ, რათა დავიცვათ საკუთარი არჩევანი

კახა კალაძე: 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ, რათა დავიცვათ საკუთარი არჩევანი

თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, - ასე მიმართა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გორში გამართულ შეხვედრაზე შეკრებულ მოსახლეობას.

კახა კალაძის თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.

“ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი, ომსა და მშვიდობას შორის; ჩვენი ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნებასა და უსამშობლო ადამიანების მიერ თავსმოხვეულ პროპაგანდას შორის… სწორედ ამიტომ, თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. დიახ, 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ, რათა დავიცვათ საკუთარი არჩევანი და ამით დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, შვილებისა და შვილიშვილების მომავალი.

გახსოვდეთ, რომ ზუსტად თქვენი ხმა არის ამ არჩევნებში გადამწყვეტი!

“ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა პარლამენტში, საჭიროა არა პარტიის ლიდერებისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის, საქართველოს მშვიდობიანი განვითარებისთვის და მისი ევროპული მომავლისთვის. და ეს ასეც იქნება!

ამ ბრძოლას ჩვენ ერთად მოვიგებთ და მთელ მსოფლიოს დავანახებთ, რომ ვართ ღირსეული ერი.

მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, და კეთილდღეობით უზრუნველვყოფთ ქვეყნის ევროპულ მომავალს!”- განაცხადა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.