ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე - ჩვენი პოლიტიკითა და გადადგმული ნაბიჯებით ვიცავთ ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესებს, ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეთ ის დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტი, რომელსაც ევროპული ბიუროკრატიისგან ვხედავთ

კახა კალაძე - ჩვენი პოლიტიკითა და გადადგმული ნაბიჯებით ვიცავთ ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესებს, ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეთ ის დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტი, რომელსაც ევროპული ბიუროკრატიისგან ვხედავთ

ჩვენი პოლიტიკითა და გადადგმული ნაბიჯებით ვიცავთ ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესებს, ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეთ ის დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტი, რომელსაც ჩვენ ევროპული ბიუროკრატიისგან ვხედავთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიში შეაფასა.
კახა კალაძის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით ამგვარ დამოკიდებულების მიზეზი - მათი ბრძანებების არ დამორჩილება და არ შესრულებაა.
„იცით თუ რა დამოკიდებულება არსებობს საქართველოსთან დაკავშირებით და თუ რა არის ამის მთავარი მიზეზი - ის, რომ ჩვენ არ დავემორჩილეთ მათ ბრძანებებს, ქვეყანაში არ გავხსენით მეორე ფრონტი და ქვეყანა არ მივუერთეთ სანქციებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის და ეკონომიკისთვის იქნებოდა დამანგრეველი და გამანადგურებელი, ასევე იმ ხალხისთვის იქნებოდა უმძიმესი შედეგი, რომლებიც შრომობენ, მუშაობენ და წვალობენ ყოველდღიურად.
ჩვენი პოლიტიკითა და გადადგმული ნაბიჯებით ვიცავთ ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესებს, ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეთ ის დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტი, რომელსაც ჩვენ ევროპული ბიუროკრატიისგან ვხედავთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.