კახა კალაძე - ჩვენი გუნდის საარჩევნო სია დაკომპლექტებულია ადამიანებით, რომელთაც რაც ყველაზე მთავარია, ქვეყნის სიყვარული და პატიოსნება აქვთ

ერთადერთი პოლიტიკური ძალა არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელიც მოახლოებულ არჩევნებს კონსტიტუციური უმრავლესობით მოიგებს, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ საარჩევნო სიას.
მისივე შეფასებით, აღნიშნული სია წარმატებული და პროფესიონალი ადამიანებისგან შედგება.
„ჩვენი გუნდის საარჩევნო სია დაკომპლექტებულია წარმატებული, პროფესიონალი ადამიანებით. ყველაზე მთავარი - მათ აქვთ ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი და პატიოსნება. შესაბამისად, ერთადერთი პოლიტიკური ძალა არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელიც მოახლოებულ არჩევნებს კონსტიტუციური უმრავლესობით მოიგებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.