ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე - ჩემი ყველა ავტომანქანა დეკლარაციაში მითითებულია. თუ დეკლარაციაში არ არის, მაშინ ჩემი არ არის

თქვენ ვინ გეკითხებათ ვისია მანქანა, რომლის ფოტოც ავტვირთე? მიხედეთ თქვენს საქმეს“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას.
„თქვენ ნუ იდარდებთ ჩემს ავტომანქანაზე, ისედაც ბევრი გაქვთ სადარდებელი, ისეთ მდგომარეობაში ხართ. არ აგიხსნით სად იმყოფებით. ნიკა გვარამია გეტყვით, სად და როგორ იმყოფებით.
თქვენისთანა ბრიყვებისთვის შეიძლება მსგავსი ავტომობილი 500 000 ევრო ღირს. ჩემს საკუთრებაში მყოფი ყველა ავტომობილი დეკლარაციაში მითითებულია. თუ დეკლარაციაში არ არის, მაშინ არ ყოფილა ჩემი. თქვენ ვინ გეკითხებათ ვისია? მიხედეთ თქვენს საქმეს, ხომ ხედავთ რა დღეში ხართ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.