ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე - შვედეთში საჯარო მოხელეების შეურაცხყოფის წინააღმდეგ ამოქმედებული კანონი კარგი გამოხატულებაა იმისა, რას ნიშნავს ორმაგი სტანდარტი

კახა კალაძე - შვედეთში საჯარო მოხელეების შეურაცხყოფის წინააღმდეგ ამოქმედებული კანონი კარგი გამოხატულებაა იმისა, რას ნიშნავს ორმაგი სტანდარტი

თბილისის მერი მედიასთან შვედეთში ამოქმედებულ კანონს გამოეხმაურა, რომელიც საჯარო მოხელეების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს.
მისივე განმარტებით, მსგავს კანონთან მიმართებით საქართველოს კრიტიკა მათი მხრიდან ორმაგი სტანდარტის ქონის კარგი მაგალითია.
„საქართველოს მიმართ არა მხოლოდ ამ კანონთან მიმართებითაა ორმაგი სტანდარტი, არამედ სხვა ბევრ საკითხში - ეს იქნება გამჭვირვალობის კანონი და ა.შ. მარტივია, როდესაც არ სურთ და არ აწყობთ ის ვითარება, რაც მათ სასარგებლოდ არაა, იწყება ბინძური კამპანია. ეს მაგალითიც კარგი გამოხატულებაა, რას ნიშნავს ორმაგი სტანდარტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.