კახა კალაძე – შეიძლება სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ რაღაც პოლიტიკური პარტიები და სუბიექტები გაერთიანდეს, თუმცა მათ გამარჯვების, ან თუნდაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა არ ექნებათ

შეიძლება ს ირგვლივ რაღაც პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური სუბიექტები გაერთიანდეს, თუმცა მათ გამარჯვების, ან თუნდაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის არანაირი შესაძლებლობა არ ექნებათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან ყველაფერია მოსალოდნელი.
„შეიძლება რაღაც პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური სუბიექტები გაერთიანდეს ამ ადამიანის ირგვლივ, შემოიკრიბოს. დავაკვირდეთ მოვლენებს და ვნახოთ, თუმცა არანაირი რესურსი და არანაირი შესაძლებლობა გამარჯვების, ან თუნდაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის მათ არ ექნებათ,“ – აღნიშნა კალაძემ.
ამასთან, პრეზიდენტის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კალაძე აღნიშნავს, რომ არ აქვს ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნოდ გადადგება თუ არა.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს