კახა კალაძე – ყოვლად ამაზრზენია ქმედებები, რასაც ზოგიერთი დიპლომატის მხრიდან ვხედავთ

ყოვლად ამაზრზენია ქმედებები, რასაც ვხედავთ ზოგიერთი დიპლომატის მხრიდან. მათი ქმედებები და განცხადებები ყველანაირ დიპლომატიას სცდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოში გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ზოგიერთი ქვეყნის ელჩები ექსტრემისტული დაჯგუფებებისა და პოლარიზაციის წამხალისებლები არიან.
„პირველი წამხალისებლები აირიან ბოროტების, ექსტრემისტული დაჯგუფებების, პოლარიზაციის. ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის. პროცესები გარედან იმართება და თავიანთი პატრონები, რასაც აბარებენ და რას ეუბნებიან (მხედველობაში მაქვს გლობალური ომის პარტია) იმას აკეთებენ. ყველას აქვს თავის როლი. ქვეყანაში ასეულობით მილიონი ლარი დახარჯეს ამისათვის, რომ უსამშობლოების აგენტურული ქსელი შეექმნათ. ასევე მათი თანამონაწილეობით, ვითომ ელჩები და ვითომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლები კადრულობენ იმას, რაც კატეგორიულად მიუღებელია“,- განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი

სალომე ზურაბიშვილი: აქ [საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში] ჩემი გზავნილი არის იმის კიდევ ერთხელ აღწერა, თუ რა არის მდგომარეობა საქართველოში, რაც იციან, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ ყოველ წუთს იცოდნენ ბოლომდე (ვიდეო)

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”