ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე - ქვეყნები, კონკრეტული ორგანიზაციები, ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ „გლობალური ომის პარტიას“, „დიფ სთეითს“, ვერ და არ ისვენებენ - უნდათ, რომ ქვეყანაში მოაწყონ არეულობა, სახელმწიფო გადატრიალება

კახა კალაძე - ქვეყნები, კონკრეტული ორგანიზაციები, ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ „გლობალური ომის პარტიას“, „დიფ სთეითს“, ვერ და არ ისვენებენ - უნდათ, რომ ქვეყანაში მოაწყონ არეულობა, სახელმწიფო გადატრიალება

ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, ბოლო წლების განმავლობაში რევოლუციის მოწყობის რამდენი მცდელობა იყო, შესაბამისად, ვიღაცების გადამზადება-მომზადებაც არ გვიკვირს - დამარცხებული იქნება ყველა ასეთი მცდელობა, რომელიც გაჯერებულია რადიკალიზმით, სიძულვილით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს“.
მისივე თქმით, „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები ვერ ისვენებენ და საქართველოში არეულობის მოწყობა სურთ.
„ეს ქვეყნები, კონკრეტული ორგანიზაციები, ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ „გლობალური ომის პარტიას“, „დიფ სთეითს“, რა თქმა უნდა, ვერ და არ ისვენებენ. უნდათ, რომ ქვეყანაში მოაწყონ არეულობა, სახელმწიფო გადატრიალება. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ბევრი ასეთი მცდელობა ვნახეთ. ვნახეთ, როგორ ებრძოდნენ ისინი ქართულ სახელმწიფოებრიობას, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, იმის გამო, რომ არ გავატარეთ რომელიღაც სხვა ქვეყნის ინტერესები. იმის გამო ებრძვიან დღეს საქართველოს მთავრობას, რომ დავიცავით ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესები. ეს არის მათთვის ძალიან მძიმე და არ აწყობთ ყველაზე მეტად. ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, ბოლო წლების განმავლობაში რევოლუციის მოწყობის რამდენი მცდელობა იყო, შესაბამისად, ვიღაცების გადამზადება-მომზადებაც არ გვიკვირს. ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა და ყველა ასეთი მცდელობა, რომელიც გაჯერებულია რადიკალიზმით, სიძულვილით, იქნება ყოველთვის დამარცხებული,“ - განაცხადა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ „ომში ჩართვის საფრთხე არსებობს, ვიდრე არ დამთავრდება რუსეთ-უკრაინის ომი, შესაბამისად, ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ რომ ქვეყანა თავიანთი ინტერესებისთვის არ გამოიყენონ“.
მისივე თქმით, „მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“.
„ევროპის რა მოგახსენოთ, მაგრამ აშშ ნამდვილად ცდილობს რომ მშვიდობას მიაღწიოს,“ - განაცხადა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.