კახა კალაძე - „ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, რომელიც ქვეყანას მიიყვანს ევროინტეგრაციის ბოლომდე და გახდება იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია
„ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, რომელიც ქვეყანას მიიყვანს ევროინტეგრაციის ბოლომდე და გახდება იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. არ ვიცი ირაკლი რუხაძის განცხადება, ნებისმიერ ადამიანს ამ ქვეყანაში შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ევროინტეგრაციის გზაზე ყველა წინგადადგმული ნაბიჯი სწორედ „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება.
„ბიძინა ივანიშვილის გუნდმა რა გადაწყვეტილება მიიღო გახსოვთ? - ის, რომ კონსტიტუციაში ჩაიწერა ევროპული მომავალი. ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის პროცესში, არის პირდაპირ დაკავშირებული „ქართულ ოცნება -დემოკრატიულ საქართველოსთან“. „ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, რომელიც ქვეყანას მიიყვანს ევროინტეგრაციის ბოლომდე და გახდება იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. არ ვიცი ირაკლი რუხაძის განცხადება, ნებისმიერ ადამიანს ამ ქვეყანაში შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება ამა თუ იმ საკითხზე, მთავარია ეს იყოს კანონის ფარგლებში და არ იყოს რაიმე კანონსაწინააღმდეგო“, - განაცხადა კალაძემ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.