: ფაშიზმი უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში

რა ხდება სოციალურ ქსელებში, რა მასშტაბის ფინანსური რესურსია ჩადებული იმაში, რომ სოკოებივით მომრავლებულმა ათასგვარმა გაურკვეველმა ჯგუფებმა მოახდინოს საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, ცხადია ეს არ გამოსდით და ძალადობით და ლანძღვა-გინებით ესხმიან თავს ყველას და ყველაფერს. აბულინგებენ ყველას, მეწარმეებს, ხელოვანებს, სპორტსმენებს, მეცნიერებს, სტუდენტებს, ბებია-ბაბუებს, სკოლებში უვარდებიან მცირეწლოვან ბავშვებს.

სიძულვილის კამპანია – განსხვავებული აზრის სრული მიუღებლობა, რევოლუციური სცენარის ჩვეულებრივი ნაწილია. ეს არის მეგობრებო ლიბერალური ფაშიზმი და ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის რომ ქვეყანაში ფაშიზმი დავასრულოთ. ქვეყანაში უნდა დასრულდეს ის მდგომარეობა და ვითარება, რაც გვაქვს ჩვენ ამ კონკრეტული ძალადობის სახით. რასაც აკეთებენ ამ ბოლო დღეების განმავლობაში არის ლიბერალური ფაშიზმი და ფაშიზმი უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში, – თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოში ბიუჯეტის დამტკიცებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისათვის, თბილისის მერია და მუნიციპალური სამსახურები Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამის შესყიდვას გეგმავენ, რაც 2025 წელს მათი პოსტების დასარეკლამებად იქნება საჭირო. შესაბამისი გამარტივებული შესყიდვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ცნობილია, რომ რეკლამაში 70 000 ლარი დაიხარჯება.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – „ქართული ოცნება“ ეცდება, ყველა მხარე რაღაც პროცესში შეიტყუოს, აჩვენოს, თითქოს ნაბიჯებს დგამს, თუმცა ეს იქნება სიმულაცია – როგორც ჩანს, ირანის მიმართ ვალდებულებები აქვს აღებული, მისი „გადაგდება“ ასე მარტივი არ არის