კახა კალაძე – უხვ ნალექს წერეთლისა და ჩოლოყაშვილის ახლად რეაბილიტირებულმა გზის მონაკვეთმა უპრობლემოდ გაუძლო, ერთადერთი იყო საბურავებით ამოვსებული საკანალიზაციო სისტემა – გზის ჩავარდნა არ მომხდარა

თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის მიუხედავად, ვაკეში, გიორგი წერეთლისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩებზე რეაბილიტირებულ კონკრეტულ მონაკვეთზე არანაირი დაზიანება არ მომხდარა – ერთადერთი იყო საბურავებითა და სამშენებლო მასალებით ამოვსებული საკანალიზაციო სისტემა, რამაც გამოიწვია პატარა პრობლემა, რომელიც მოწესრიგებულია.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია გზის ჩავარდნის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და მედიას ადგილზე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა წარუდგინა.
„არანაირი გზის ჩავარდნა არ მომხდარა, ეს ტყუილი ინფორმაციაა. გარკვეული დაზიანება იყო, რაც გამოიწვია სამშენებლო ნაგვის ჩამოტანამ.
სხვათაშორის, გვაინტერესებდა, თუ რა იყო პრობლემა, გვქონდა კომუნიკაცია შესაბამის კომპანია GWP-სთან. მინდა გაჩვენოთ, იმ კონკრეტულ ადგილზე თუ როგორ იყო გადავსებული ჭა საბურავებით და სამშენებლო ნაგვით. ეს იყო პრობლემა, რომელიც იმ კონკრეტულ მონაკვეთზე შეიქმნა. გაწმენდის სამუშაოები დაიწყო და ყველაფერი მოწესრიგდა, არანაირი პრობლემა არ არის. ძალიან დიდი ნალექი მოვიდა და აღნიშნულმა რეაბილიტირებულმა კონკრეტულმა გზის მონაკვეთმა – ჩოლოყაშვილმაც, წერეთელმაც და ვაკის სასაფლაოს წინ არსებულმა ტერიტორიამაც უპრობლემოდ გაუძლო. ერთადერთი იყო საბურავებით ამოვსებული საკანალიზაციო სისტემა, რამაც გამოიწვია ის პრობლემა, რომელიც მოწესრიგებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს