კახა კალაძე – სქემა თანხებისა, რომელიც არასამთავრობო სექტორის გავლით შემოდიოდა, გაშიფრულია – დღეს სიახლე შემოიტანეს, როცა თანხების შემოტანა უნივერსიტეტების გავლით უნდათ, თუმცა ყველაფერს მიეხედება და საკადრისი პასუხი გაეცემა!

სქემა თანხებისა, რომელიც არასამთავრობო სექტორის გავლით შემოდიოდა, გაშიფრულია – დღეს სიახლე შემოიტანეს, როცა თანხების შემოტანა უნივერსიტეტების გავლით უნდათ, თუმცა ყველაფერს მიეხედება და საკადრისი პასუხი გაეცემა! – ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა და მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძემ უცხოური დაფინანსებით რევოლუციის მოწყობის მცდელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
“საზოგადოებისთვის ცხადი და ნათელი გახდა, თუ როგორ ფინანსდებოდა ყველაფერი წლების განმავლობაში. ინიღბებოდა თითქოს რაღაც კეთილ საქმეებს აკეთებდნენ. რეალურად თანხები რევოლუციების მოწყობას, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს და იმ ტიპის ადამიანების შექმნას ხმარდებოდა, 30 “აკაცუკი” რომ გვყავს. დედაქალაქში რევოლუციების მოწყობის არაერთი მცდელობა ვნახეთ.
დღეს სიახლე შემოიტანეს, როცა თანხების შემოტანა უნივერსიტეტების გავლით უნდათ, თუმცა ყველაფერს მიეხედება და საკადრისი პასუხი გაეცემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა