ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე - საქართველო იმარჯვებს და წერს ახალ ფურცელს ქართული ფეხბურთის ისტორიაში - გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას!

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებას პორტუგალიასთან დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ქართველ ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცა.
კალაძემ ასევე მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივარს გამორჩეული ქომაგობისთვის.
„აბა რა, აბა რა, საქართველო იმარჯვებს და წერს ახალ ფურცელს ქართული ფეხბურთის ისტორიაში.
გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას!
ვულოცავ ყველას, ვისაც სჯერა, რომ შრომას, ბრძოლას, ძალისხმევას, ერთობას მივყავართ დიდ გამარჯვებამდე!
მადლობა ჩვენს ბიჭებს ამ ბედნიერი წუთებისთვის!
მადლობა ქართველ გულშემატკივარს გამორჩეული ქომაგობისთვის!
ჩვენ ვართ საქართველო!“ , - წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.