ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე - საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა გადავდგათ ურთიერთმიტევების, შერიგების ნაბიჯები, უნდა აღდგეს ნდომა, რომ შევძლოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა

კახა კალაძე - საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა გადავდგათ ურთიერთმიტევების, შერიგების ნაბიჯები, უნდა აღდგეს ნდომა, რომ შევძლოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა

სოხუმის დაცემიდან 31-ე წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მოედანზე, თბილისის მერი კახა კალაძე მივიდა.
მისი შეფასებით, მშვიდობიანი გზებით უნდა მოხდეს ნდობის და შემდგომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
„27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. კიდევ უფრო მძიმეა შედეგები, რომელიც ომის შედეგად მივიღეთ, დაკარგული ტერიტორიები, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ათობით ათასი ლტოლვილი მოსახლეობა. რა თქმა უნდა, ვერაფერი ვერ გაანელებს ამ ტკივილს, თუმცა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა გადავდგათ ურთიერთმიტევების, შერიგების ნაბიჯები, უნდა აღდგეს ნდომა, რომ შევძლოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მე მწამს, რომ მხოლოდ მშვიდობით, განვითარებით, ურთიერთპატივისცემით, მიტევებით და მშვიდობიანი გზებით შესაძლებელია ნდობის აღდგენა, ერთმანეთის დაბრუნება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ამას გვავალდებულებს გმირი ჯარისკაცების ხსოვნა და პასუხისმგებლობა გვაქვს მომავალ თაობასთან”, - განაცხადა კახა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.