– სანქციებითა და მუქარებით ქვეყნის ინტერესს არ დავთმობთ – დღეს Deep State-ი დამარცხებული არ არის, არც ომი არის დასრულებული, ვაკვირდებით და პრეზიდენტ ტრამპს ვგულშემატკივრობთ

ჩვენ პროცესებს ვაკვირდებით – -ს პრეზიდენტს ვგულშემატკივრობთ და იმედი გვაქვს, რომ Deep State-ი დამარცხდება – თუ Deep State-ი დამარცხდა, ეს საქართველოსთან მიმართებაშიც აისახება და ურთიერთობები აბსოლუტურად გადალაგდება! – ასე უპასუხა პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ -ის წარმომადგენელთა პალატის მიერ კანონპროექტ “MEGOBARI აქტის“ მიღების თაობაზე დასმულ შეკითხვას.
კალაძემ ამავე კონტექსტში განაცხადა, რომ როდესაც საუბარია ქვეყანასა და ქვეყნის ინტერესებზე, “ქართული ოცნება“ დადგება იქ, სადაც სამშობლოსა და ქვეყნის მომავალს სჭირდება.
“სანქციებითა და მუქარებით ქვეყნის ინტერესს არ დავთმობთ. ჩვენ პროცესებს ვაკვირდებით. როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი გახდა, პირველ პრიორიტეტად Deep State-ის დამარცხება დაასახელა. დღეს Deep State-ი დამარცხებული არ არის. ასევე, ტრამპის პრიორიტეტი ომის დასრულება იყო. არც ომი არის დასრულებული.
ჩვენ ვაკვირდებით, პრეზიდენტ ტრამპს ვგულშემატკივრობთ და იმედი გვაქვს, რომ ომიც მალე დასრულდება და Deep State-ც დამარცხდება. თუ Deep State-ი დამარცხდა, ეს საქართველოსთან მიმართებაში აისახება და ურთიერთობები აბსოლუტურად გადალაგდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, „გამოწვევები ბევრია! გრძელდება ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა“.
მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერებისათვის. როგორც კალაძემ აღნიშნა, შემოტევებისა და შანტაჟის მიუხედავად, დაიცავენ მშვიდობას.
„ჩვენ ქვეყნის შიგნით კონკრეტული სცენარები ვნახეთ. რევოლუციას ჯერ ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები გვიწყობდნენ, მერე – პოლიტიკური პარტიები, მერე საზოგადოების წევრები და ასე შემდეგ. არ იფიქროთ, რომ ეს აქ – საქართველოში დაგეგმილი სცენარებია. ეს ყველაფერი გარედან იმართება. მათ თავიანთი პატრონები ჰყავთ. არიან კონკრეტული ადამიანები და ორგანიზაციები, ვინც სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ამ ტიპის ქმედებებს – სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს გეგმავს. თუნდაც კონკრეტული ელჩები, მათი განცხადებები, კონკრეტული ქვეყნებიდან წამოსული დაფინანსებები – ეს არის პროცესები, რასაც ამჯერად საქართველოში ვხედავთ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“უნდა გავაფრთხილოთ ავტომობილის პატრონები, თუ წყალი დგას ქუჩაზე, უნდა გააჩეროთ მანქანა და იფიქროთ თავის გადარჩენაზე – წყლის დონე შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს ავტომობილით გადაადგილებისას”

ზვიად კვარაცხელია: ყველას გვაქვს მისი პოეზიიდან აკვიატებული ლექსები, სტრიქონები, მე კი ივლისის, ტარიელ ჭანტურიას დაბადების (და უკვე გარდაცვალების) თვეში ეს პატარა შედევრი მახსენდებოდა და გამახსენდება ყოველთვის…