კახა კალაძე სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ განცხადებას სიცრუეს და პროვოკაციას უწოდებს

სიცრუე და ჩვეულებრივი პროვოკაცია, – ასე აფასებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულებს ოჯახის წევრების პირად ნომრებს სთხოვენ.
კალაძის განცხადებით, წინასაარჩევნო ვითარება დეტალურად არის გადმოცემული ეუთო/ოდირის დასკვნაში და ჩანს კიდეც, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდად მიმდინარეობს.
„ხომ ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები – ჩვეულებრივი აქტივისტები იმ რადიკალური დაჯგუფების, რომელიც დღეს ქვეყნის მტრად წარუდგა საზოგადოებას. რა „ჩემი ხმა“, რა ფაქტები, რის ფაქტები. აგერ ეუთო/ოდირის დასკვნა გამოქვეყნდა, სადაც ყველაფერი დეტალურად არის მოცემული. 2012 წლიდან არჩევნებში ვარ და ასეთი დასკვნა პირველია. ყოველთვის იყო დაპირისპირებები, გარკვეული პრობლემები, ასეთი მშვიდი არჩევნები ქვეყანაში არ გვქონია და ვიღაც „ჩემი ხმა“, „მეგობრის ხმა“ და „ბიძაშვილის ხმა“ რაღაც სისულელეს ამბობს. ეს არის სიცრუე და ჩვეულებრივი სპეკულაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს, ჯვარზე ტანჯულ მაცხოვარს არ დავიწყებია დედა, თავის მოწაფეს ეუბნება, აჰა დედა შენი, ანუ იზრენე დედაჩემზე, როგორც შენს დედაზეო

მთავარეპისკოპოსი იაკობი: გქირაობთ, გირჩევთ, ვინც არ აგვირჩევიხართ, ისინიც ხომ ჩვენმა ერმა უნდა აირჩიოს და ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად