ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე - რა უნდა შესთავაზონ მოსახლეობას კოლექტიურმა „ნაცებმა“, რომელთაც ქვეყანაში ბომბების ცვენა ერჩივნათ და ითხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას - ქვეყანა თავზე დაგვემხობოდა

რაზეც „ნაციონალურ მოძრაობაში“ საუბრობენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრაა , - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას, რომ საქართველოსთვის 14 მილიარდი ევროა გაყინული.
მისივე განმარტებით, ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებამდეც ოპოზიციის მხრიდან მსგავსი დეზინფორმაცია ვრცელდებოდა.
„მორიგი სისულელე და დეზინფორმაციაა, რითაც უნდათ საზოგადოების შეყვანა. ხომ გახსოვთ კანდიდატის სტატუს სანამ მოგვცემდნენ განცხადებები, თითქოს კანდიდატის სტატუსი რომ არ მოგვცეს, მილიარდობით გრანტები დაკარგა საქართველომ. მათ არ აქვთ სალაპარაკო ხალხთან რა უნდა შესთავაზონ მოსახლეობას კოლექტიურმა ნაცებმა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ სჯობს ქვეყანაში ბომბები ცვიოდესო, მეორე ფრონტის გახსნას და სანქციების მიერთებას ითხოვდნენ, რითაც ქართველი კაცი დაზიანდებოდა, ქვეყანა თავზე დაგვემხობოდა. დღესაც რასაც საუბრობენ სიყალბეა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.