კახა კალაძე – რამდენიმე სამართალდამცველია დაშავებული, ერთის მდგომარეობა ძალიან მძიმეა – ყველა მოძალადე იქნება დასჯილი!

ყველა მოძალადე იქნება დასჯილი სამართლებრივად. რამდენიმე სამართალდამცველია დაშავებული. ერთის მდგომარეობა ძალიან მძიმეა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კანონის ფარგლებში ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი.
„მოძალადეებს რაც შეეხება, ჩვენ არაერთი გაფრთხილება გავაკეთეთ, ნუ გადადგამდნენ ნაბიჯს ძალადობისკენ, ამას მოჰყვებოდა შესაბამისი რეაგირება. ცხადია, ყველა მოძალადე იქნება დასჯილი სამართლებრივად, კანონის ფარგლებში ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი. რაც შეეხება სამართალდამცველებს, რამდენიმე სამართალდამცველია დაშავებული. ერთის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მინდა მას ჯანმრთელობა ვუსურვო. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ რომ გამოჯანმრთელდეს“, – აღნიშნა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში – ეს არის „ამბასადორის საავიაციო სოფელი“, 15 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებაში

ირაკლი ქადაგიშვილი: როგორც კი ღარიბაშვილმა სტატუსი გამოაქვეყნა, „ნაცმოძრაობის“ „ფეისბუქ“ ლიდერები გამოვიდნენ და იგივე ნარატივის გაგრძელება, დაიწყეს – განცხადება მათთვის იყო შტურმის წარმოების ნიშანი, ანუ ეს იყო შეთანხმებული ქმედება