: პროფესიონალიზმი, საქმის ცოდნა, პატიოსნება – ეს არის ის მთავარი კრიტერიუმები, რომლითაც დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატების შერჩევა ხდება

კახა კალაძე: პროფესიონალიზმი, საქმის ცოდნა, პატიოსნება – ეს არის ის მთავარი კრიტერიუმები, რომლითაც დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატების შერჩევა ხდება
თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, პროფესიონალიზმი და პატიოსნება არის ის კრიტერიუმები, რომლითაც „ქართულმა ოცნებამ“ დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატები შეარჩია. ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად
განუცხადა.
„პროფესიონალიზმი, საქმის ცოდნა, პატიოსნება – ეს არის ეს მთავარი კრიტერიუმები, რომლითაც ხდება დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატების შერჩევა. მინდა, მათ წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, რომ რეალურად „ქართული ოცნება“ და ჩვენი გუნდი არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია, ღირსეულად უპასუხოს იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომელიც დღეს გვაქვს თბილისში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, მრავალი გამოწვევა გაქვს დედაქალაქში, რომელთაც შესაბამისი პასუხი პაუხი სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია