პრემიერ-მინისტრობის საკუთარ კანდიდატურაზე – დედაქალაქის არჩეული მერი ვარ და დღეს რომ გადავდგე, არჩევნები უნდა ჩატარდეს – 2025 წლამდე მაქვს უფლებამოსილება, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა

დედაქალაქის არჩეული მერი ვარ და დღეს რომ გადავდგე, არჩევნები უნდა ჩატარდეს – 2025 წლამდე მაქვს უფლებამოსილება,- ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ იგეგმება, რომ ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გახდეს.
ამასთან, კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ დედაქალაქის მერი მესამე ვადით გახდეს, კალაძე ამბობს, რომ „გამორიცხული არაფერია და ყველაფერი წინაა“.
„2025 წლამდე მაქვს ჩემი უფლებამოსილება. უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ ამ ქალაქს ვემსახურო, ბევრი პროექტი გვაქვს დაწყებული, ბევრი რეფორმა გვაქვს განსახორციელებელი და სამომავლოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები და პროექტები გვაქვს, რომელიც დედაქალაქს უკავშირდება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან