კახა კალაძე - პოლიტიკოსების, ქართული კულტურის, სარწმუნოების დისკრედიტაციის მცდელობები უცხო არ არის, თუმცა ის შედეგს არ გამოიღებს - საზოგადოება კარგად აფასებს, ამიტომ არც პოლიტიკოსების დისკრედიტაცია გამოუვათ
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე აღნიშნავს, რომ „კონკრეტული პოლიტიკოსების, ქართული კულტურის, სარწმუნოების დისკრედიტაციის მცდელობები უცხო არ არის, თუმცა ის არანაირ შედეგს არ გამოიღებს“.
აღნიშნული მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, კერძოდ, როგორ შეაფასებს „მედიაში გავრცელებულ ჩანაწერს ლგბტ ორგანიზაციების Zoom-შეხვედრიდან, სადაც ჩანს, რომ მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ კამპანია დაიგეგმა“.
კახა კალაძის განმარტებით, მსგავს რადიკალურ ქმედებებს აზრი არ აქვს, რადგან ქართველი ხალხი ყველას და ყველაფერს კარგად აფასებს.
„მიჩვეულები ვართ ამგვარ რადიკალურ ქმედებებს. მთავარია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის განწყობა. საზოგადოებამ შეაფასა ვინ ვინ არის, რა ნაბიჯებს დგამს, დაფინანსებებს რომ იღებს ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რისკენაა მიმართული. ქვეყნის განვითარებას, კულტურას, სარწმუნოებას ეწინააღმდეგებიან. ახლა პოლიტიკოსებზე გადავიდნენ და მათ დისკრედიტაციას ცდილობენ, არ გამოუვათ ეს, რადგან მთავარია მოსახლეობა, რომელიც კარგად აფასებს ყველას და ყველაფერს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.