ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე პეტერ ფიშერზე - მისი მიმართვა ძალიან მძიმეა, შეურაცხმყოფელია და სცდება ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოებს

კახა კალაძე პეტერ ფიშერზე - მისი მიმართვა ძალიან მძიმეა, შეურაცხმყოფელია და სცდება ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოებს

ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ჯერ კიდევ ქვეყნის შიგნით არსებობენ ისეთი ელჩები, როგორიცაა პეტერ ფიშერი. მსგავსი ადამიანები ვერ უნდა ბედავდნენ, რომ იყვნენ რომელიღაც ქვეყნის წარმომადგენელი, რადგან, პირველ რიგში, იმ ქვეყანას აზიანებენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ გავრცელებული მიმართვის შესახებ საუბრისას განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, განცხადება ელჩის მხრიდან, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების არანაირი შანსი არ აქვს, არის შეურაცხმყოფელი და სცდება დიპლომატიურ ჩარჩოებს.
„დღეს, ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ჯერ კიდევ ქვეყნის შიგნით არსებობენ ისეთი ელჩები, როგორიცაა პეტერ ფიშერი. მსგავსი ადამიანები ვერ უნდა ბედავდნენ და არ უნდა აძლევდეს საშუალებას ქვეყანა, რომ იყვნენ რომელიღაც ქვეყნის წარმომადგენელი. ეს დამაზიანებელია, პირველ რიგში, იმ ქვეყნისთვის, რომელსაც წარმოადგენს. ჩვენ გერმანიასთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს. როდესაც ვხედავთ თავხედობას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ელჩის მხრიდან, ეს ძალიან მძიმეა, შეურაცხმყოფელია და სცდება ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.