ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე პაველ ჰერჩინსკიზე - ამ ადამიანს დიპლომატიურ საქმიანობასთან არაფერი აქვს საერთო, ჩვეულებრივი რადიკალია

კახა კალაძე პაველ ჰერჩინსკიზე - ამ ადამიანს დიპლომატიურ საქმიანობასთან არაფერი აქვს საერთო, ჩვეულებრივი რადიკალია

ამ ადამიანს [პაველ ჰერჩინსკის] დიპლომატიურ საქმიანობასთან არაფერი აქვს საერთო, ჩვეულებრივი რადიკალია. რადიკალები არიან, ამ ქვეყანაში, ის ადამიანები, რომლებიც სიძულვილს, სიძულვილის გაღვივებას, საზოგადოების გახლეჩასა და პოლარიზაციის გაღრმავებას ემსახურებიან, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის რეგიონებში სამოქალაქო აქტივისტებთან გამართულ შეხვედრებს.
მისი თქმით, ეს ადამიანები იმართებიან, ფინანსდებიან და დირექტივებს გარედან იღებენ.
„ამ ადამიანს დიპლომატიურ საქმიანობასთან არაფერი აქვს საერთო, ჩვეულებრივი რადიკალია. ჩვეულებრივი რადიკალები არიან ამ ქვეყანაში ის ადამიანები, რომლებიც სიძულვილს, სიძულვილის გაღვივებას, საზოგადოების გახლეჩასა და პოლარიზაციის გაღრმავებას ემსახურება. ეს ადამიანები იმართებიან, ფინანსდებიან და დირექტივებს გარედან იღებენ. მათ გლობალური ომის პარტია მართავს, აბა ვინ უნდა მართავდეს? ჩვენი ხომ არ გჯეროდათ, ეს არის ძალა, რომელიც მართავს მსოფლიოს, აგერ აშშ-ს პრეზიდენტის [დონალდ ტრამპის] გამოსვლა აიღეთ და საზეპიროდ დაიდეთ - თუ ვინ არის „დიფ-სთეითი“ და რას წარმოადგენს. ტრამპის პირველი დაპირება რაც იყო, მან ორ მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა, პირველი იყო გლობალური ომის პარტიის დამარცხება, რაც ჯერ არ მომხდარა და მეორე, ომის დასრულება, რაც ჯერ არ დასრულებულა. ეს არის ძალა, ვინც მართავს მსოფლიოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.