– ოპოზიციის მავნებლობის მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის ყველაფერს გავაკეთებთ

თბილისის მერი აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ხელის შეშლის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ყველაფერს აკეთებს.
როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროპარლამენტში გადაიგზავნა, მოსახლეობისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებები უკვე გაკეთდა. მას შემდეგ, რაც ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყველა საკითხი შეჯერდება, სამოქმედო გეგმაც გასაჯაროვდება. ერთი რამ მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის რთულ გზაზე, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ხელის შეშლა ფიქსირდება. როდესაც შენი ქვეყანა გიყვარს და გაქვს სურვილი, რომ მას ევროპული მომავალი ჰქონდეს, განვითარდეს, წინ წავიდეს და ამ დროს ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებ, რბილად რომ ვთქვათ, ეს მავნებლობაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს და მშვიდობა შენარჩუნდეს.
„მათი მავნებლობის მიუხედავად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა სამშვიდობოზე გავიდეს, მშვიდობა შევინარჩუნოთ, მოხდეს ეკონომიკური განვითარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე: საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ, რომელიც მთაწმინდის ფერდის გამწვანების სამუშაოებს მოიცავს

ადვოკატი: ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლი არის. კარგად იცის მართვა. ეს არა არის ​განზრახი დანაშაული. მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე… ეს იყო ტექნიკური შეცდომა, მანქანის პატარა ნაწილის გაუმართაობა, რამაც შემდგომ გამოიწვია ეს ყველაფერი