ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე - ოპოზიცია ორად არის გახლეჩილი: ერთი მხარე დამხობით ემუქრება ქართველ ხალხს, მეორე ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში გააჩერებს მუნიციპალიტეტის მუშაობას - საქართველოში ძალადობრივი ჯგუფების ადგილი არ არის

კახა კალაძე - ოპოზიცია ორად არის გახლეჩილი: ერთი მხარე დამხობით ემუქრება ქართველ ხალხს, მეორე ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში გააჩერებს მუნიციპალიტეტის მუშაობას - საქართველოში ძალადობრივი ჯგუფების ადგილი არ არის

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დღეს ოპოზიცია ორად არის გახლეჩილი, „რომლის ერთი ნაწილი დამხობით ემუქრება ქართველ ხალხს, ხოლო მეორე ნაწილი გამარჯვების შემთხვევაში, თბილისში ყველა შესაბამისი სამსახურის გაჩერებით“.
კალაძის თქმით, საქართველოში ძალადობრივი ჯგუფების ადგილი არ არის როგორც პოლიტიკაში, ისე ჩვეულებრივი ცხოვრებაში.
„ნახეთ ოპოზიციაში რა ხდება, ორად არის გახლეჩილი ერთი მხარე დამხობით ემუქრება ქართველ ხალხს. მეორე ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში მთლიანად მუნიციპალიტეტს, თბილისზე მაქვს საუბარი, გააჩერებს მუნიციპალიტეტის მუშაობას და ყველა შესაბამის სამსახურს. წარმოუდგენელია, როდესაც საქმე გვაქვს რადიკალიზმთან, მოძალადეებთან. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, დღევანდელ საქართველოში, დღევანდელ რეალობაში და მომავალ საქართველოში ძალადობრივი ჯგუფების ადგილი არ არის როგორც პოლიტიკაში, ისე ჩვეულებრივი ცხოვრებაში“,- განაცხადა კახა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.