ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე - ოპოზიცია არის მოღალატეობრივი, რადიკალური დაჯგუფება ქვეყანაში, რომელიც გარე ინტერესებს ემსახურება - ამ წვრილფეხა რადიკალებს ქვეყნის შიგნითაც პატრონები ჰყავთ

კახა კალაძე - ოპოზიცია არის მოღალატეობრივი, რადიკალური დაჯგუფება ქვეყანაში, რომელიც გარე ინტერესებს ემსახურება - ამ წვრილფეხა რადიკალებს ქვეყნის შიგნითაც პატრონები ჰყავთ

ოპოზიცია არის მოღალატეობრივი, რადიკალური დაჯგუფება ქვეყანაში, რომელიც გარე ინტერესებს ემსახურება. ისინი ქვეყნის წინააღმდეგ დავალებებს იღებენ, - ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას უფლებამოსილება შეჩერდებოდა.
კალაძის განმარტებით, „ამ წვრილფეხა რადიკალებს ქვეყნის შიგნით პატრონები ჰყავთ“.
„წარმოიდგინეთ, ამ რადიკალური დაჯგუფების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ისიც კი აკადრა ქვეყანას, რომ როგორც სათამაშო ისე მოიხსენია საქართველო. რას ვიზამთ, ამ ადამიანებთან გვიწევს თანაცხოვრება, თუმცა, ეს რადიკალიზმი და ფაშიზმი აუცილებლად უნდა დავამთავროთ“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ პროცესები გარედან იმართება.
„ქართველ მოღალატეებთან, ქვეყნის მტრებთან ერთად უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებიც მუშაობდნენ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ პროცესები გარედან იმართება. ამ წვრილფეხა რადიკალებს ქვეყნის შიგნით პატრონები ჰყავთ. ისინი ამ ქვეყანას არ ეკუთვნიან, არ ემსახურებიან საქართველოს ინტერესებს. ყოველთვის შემოიფარგლებოდნენ იმით, როგორ დაეზიანებინათ ქვეყანა, ჩვენი სამშობლო და ქართველი ხალხი. არაერთი ასეთი ქმედითი ნაბიჯი გვახსოვს, როდესაც კაბინეტებში დარბოდნენ, რომ ვიზალიბერალიზაცია შეეჩერებინათ, ასოცირების ხელმოწერა არ მომხდარიყო და ა.შ. მოღალატეებს ყოველთვის შესაბამისი პასუხი გაეცემათ“, - განაცხადა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.