ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე ოპოზიციაზე - მკვდარი მკვდარს რომ აეკიდება, ეს არის მათი დღევანდელი მოცემულობა

მკვდარი მკვდარს რომ აეკიდება, ეს არის მათი [ოპოზიციის] დღევანდელი მოცემულობა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მაქსიმუმ 1-2 პოლიტიკური პარტია შეძლებს ბარიერის გადალახვას.
"როგორ შეიძლება?! ნულს რომ ნული მივუმატოთ ხომ არაფერი შეიცვლება?! მკვდარი მკვდარს რომ აეკიდება, ეს არის მათი დღევანდელი მოცემულობა. მათი მთავარი ამოცანა იქნება როგორმე მიუახლოვდნენ საარჩევნო ბარიერს და როგორმე მოახერხონ ბარიერის გადალახვა, რასაც მაქსიმუმ 1-2 პოლიტიკური პარტია შეძლებს. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. გაერთიანდებიან, არ გაერთიანდებიან, ცალკე მიიღებენ მონაწილეობას, არ აქვს მნიშვნელობა“,- აღნიშნა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.