არქივი25 სექტემბერი 2025, 21:23
კახა კალაძე ოპოზიციაზე - ვინ, რისი გადამტრიალებელია, რა უნდა გადაატრიალონ? - წავიდნენ სახლში და იტრიალონ

თბილისის მერი, კახა კალაძე 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს ყურადღების მიპყრობის მცდელობად აფასებს.
კალაძის თქმით, „არაფერი იქნება“ და ოპოზიციის განცხადებები არის ტყუილი საუბრები.
„ყველანაირად გაუბედურებულები, გაფარჩაკებულები არიან. საერთოდ არავის აინტერესებს, არც მათი პოლიტიკური მოღვაწეობა, არც შინაარსი, რაზე საუბრობენ. უბრალოდ ცდილობენ, ამ სულელური განცხადებებით, როგორმე რაღაცა შეინარჩუნონ, რომ ყურადღების ცენტრში იყვნენ. ვინ რისი გადამტრიალებელია, რა უნდა გადაატრიალონ, წავიდნენ სახლში და იტრიალონ“,- განაცხადა კალაძემ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.