ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე - ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია, თურმე რაც მათთვის შეიძლება, ჩვენთვის არ შეიძლება - ასე არ გამოვა!

კახა კალაძე ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე - ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია, თურმე რაც მათთვის შეიძლება, ჩვენთვის არ შეიძლება - ასე არ გამოვა!

ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია, თურმე რაც მათთვის შეიძლება, ჩვენთვის არ შეიძლება -ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება.
როგორც კალაძემ განაცხადა, არ გამოვა, რომ ამა თუ იმ ქვეყანამ საქართველოში რევოლუციები, ექსტრემისტული ორგანიზაციები დააფინანსოს.
„როგორ შეიძლება ჩვენ ვიცოდეთ, მათ რევოლუციები მოგვიწყონ აქ, ფული შემოიტანონ, დააფინანსონ ექსტრემისტული ორგანიზაციები, წაახალისონ ძალადობრივი ჯგუფები და ამასთან დაკავშირებით როგორ შეიძლება სახელმწიფომ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები?! ასე არ გამოვა“, -განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს:
„სამწუხარო დღეა საქართველოში დემოკრატიისთვის. ეუთო/ოდირი ვერ აკვირდება ადგილობრივ არჩევნებს, რეკომენდაციები არ არის გათვალისწინებული, ძალადობის სამწუხარო გამოყენება ხდება. რეპრესიული კანონები და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება საქართველოს არჩევნების მიმართ ნდობას კიდევ უფრო ამცირებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.