ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე - ნაძალადევის რაიონის გამგეობამ დაიწყო სკვერის მოწყობა ზღვისუბნის მე-11 მიკრორაიონში - შესაბამისი სამუშაოები 2 300 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონის გამგეობამ დაიწყო სკვერის მოწყობა ზღვისუბნის მე-11 მიკრორაიონში, მე-2 კვარტლის N24-25-26 კორპუსებთან. შესაბამისი სამუშაოები 2 300 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პროექტის ღირებულება 800 000 ლარია.
„ნაძალადევის რაიონის გამგეობამ დაიწყო სკვერის მოწყობა ზღვისუბნის მე-11 მიკრორაიონში, მე-2 კვარტლის N24-25-26 კორპუსებთან. შესაბამისი სამუშაოები 2 300 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს.
ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია განათების ბოძები, სარწყავი და სამეთვალყურეო კამერების სისტემა, კალათბურთის მინის მოედანი, ტრენაჟორები და დასასვენებელი პავილიონი. დაწყებულია მოპირკეთების სამუშაოებიც.
პროექტის ღირებულება 800 000 ლარია“,- აღნიშნა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.